საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

    2020 წლის 28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იხსნება. 2020 წლის კონფერენცია ეძღვნება მეიფლაუერის ხელშეკრულების დადების მე-400 წლისთავს.

    კონფერენციაში საქართველოსა და აშშ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, დოქტორანტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. წლევანდელ კონფერენციაში 54 მონაწილეა წარმოდგენილი.

    კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით 2020 წლის კონფერენცია ტრადიციული ფორმატით ვერ ჩატარდება. კონფერენცაიში მონაწილეთა მოხსნებები განთავსდება როგორც ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის (http://www.amstud.tsu.ge/), ასევე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (https://www.tsu.ge/ge/faculties/humanities/news/) ვებგვერდებზე და ყველა მსურველს ექნება მათი გაცნობის საშუალება.

    თარიღი: 28/05/2020